უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებ-გვერდი
27 აპრილი 2017
უსინათლო და მცირემხედველი პირები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების და სიახლეების გაცნობას, მინდას მიერ დამზადებული ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდის http://voice.sda.gov.ge მეშვეობით შეძლებენ.
ხმოვანი ვებგვერდი აღჭურვილია სპეციალური ფუნქციებით, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაუმარტივებს მის მოხმარებას. კერძოდ:
-
გათვალისწინებულია ფონის და ტექსტის ფერის ცვლილების შესაძლებლობა;
-
შესაძლებელია ტექსტის ზომის კორექცია;
-
რეგულირებას ექვემდებარება გახმოვანების სიჩქარე;
-
თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრის და ასევე სხვა მახასიათებლების მნიშვნელობები ინახება ლოკალურად და ვებგვერდის თავიდან გახსნისას პარამეტრებს ეს მნიშვნელობები მინიჭებული აქვთ ავტომატურად. ასე რომ მომხმარებელს არ ჭირდება პარამეტრების თავიდან მორგება.
2017 წლის 27 აპრილს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდის პრეზენტაცია, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ სააგენტოს ვებგვერდზე.