პროგრამული უზრუნველყოფა
მზა პროგრამული პროდუქტები, კლიენტზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა, პროგრამირება, პროგრამისტების ჯგუფი, IT პროექტების მართვა, ვებ პროგრამირება
IT კომპანია "მინდა" - სწორი არჩევანი, თქვენი პარტნიორი საინფორმაციო ტექნოლოგიების სივრცეში.
კომპანია მინდას IT სპეციალისტებს, პროგრამისტებს, წლების განმავლობაში დაგვიგროვდა გამოცდილება თუ როგორ უნდა დაამზადო კლიენტის მოთხოვნებზე აგებული პროგრამული უზრუნველყოფა. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ microsoft-ის ტექნოლოგიების გამოყენებით.
თუ თქვენს წინაშე დგას ამოცანა, შექმნათ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა, მაშინ ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით მინდას IT გუნდის მუშაობით, რომელიც თავის ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს პროექტების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული წესებს და ნორმებს.
კომპანია მინდას შექმნის დღიდან აქვს განხორციელებული სხვადასხვა სახის IT პროექტები, რომელშიც გამოყენებული აქვს თანამედროვე პროგრამირების ენების სტანდარტები, მონაცემთა ბაზების მართვის სწორი და დაცული ხერხები. კომპანია "მინდას" აქვს დაწერილი სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წყვეტს კლიენტის წინაშე მდგარ კონკრეტულ ამოცანებს. ეს შეიძლება იყოს ცალკეული პროცესების შიდა ავტომატიზაცია, გაყიდვების ბლოკის, შეკვეთების მოდულის შემუშავება თუ სხვა ტიპის ამოცანა. შესაბამისი ტრეინინგების გავლის და პრაქტიკული გამოცდილების შედეგად კომპანია მინდაში დაგროვილია მნიშვნელოვანი ტექნიკური ცოდნა, რომელსაც პროგრამისტები იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში.
მინდა ანალიტიკოსები და სპეციალისტები ყურადღებით მოგისმენენ და გაგცემენ პასუხს თქვენს წინაშე არსებული ამოცანის გარშემო. IT გუნდის ინტერესებში შედის, რომ IT კომპანიასთან ურთიერთობით დამკვეთმა მიიღოს ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სრულად პასუხობს საწარმოს ინტერესებს.
დაინტერესების შემთხვევაში აუცილებლად მოგვმართეთ კომპანია მინდას!
აქვე კომპანია მინდას გააჩნია რამოდენიმე მზა პროდუქტი - ეს არის:
-
საცალო და საბითუმო გაყიდვების, ნაშთების, მარაგების, საწყობის კონტროლის და აღრიცხვის პროგრამა მინდა-მარკეტი
-
ელ-კომერციის, ონლაინ-მაღაზიის, ინტერნეტით გაყიდვების ორგანიზების ვებ-პროგრამა მინდა-კომერსი
-
დავალებათა მართვის ვებ პროგრამა მინდა - თიემესი