ეს არის მაიკროსოფტის (Microsoft) პლატფორმაზე დამზადებული ვებ-სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ ონლაინ ვაჭრობა.
ონლაინ-მაღაზია აღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციით, რომელიც აუცილებელია ონლაინ შოპინგის განხორცილებისათვის.
ფუნქციათა მოკლე ჩამონათვალი მოიცავს:
-
შეკვეთების კალათა
-
შეკვეთის მიღება
-
პლასტიკურით გადახდა
-
შეკვეთის კონტროლი
-
შეკვეთის დამუშავება
-
შეძენილი პროდუქციის თრეკინგი
-
მომხმარებლისთვის შეკვეთის მიწოდება
გარდა ამისა, ელექტრონული ბიზნესის წარმოებისას გაქვთ სრული სტატისტიკური ინფორმაცია, მათ შორის:
-
დღიური გაყიდვები
-
კვირის გაყიდვები
-
საუკეთესო პროდუქტები
-
ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები
ვებ-მაღაზია ასევე გაძლევთ საშუალებას აწარმოოთ პრომო-აქციები, გააკეთოთ ფასდაკლებები, მომხმარებლებს დააგროვებინოთ ბონუსები და პრომო ქულები.
ინტერნეტ მაღაზია შეიძლება შეიქმნას უკვე არსებული ვებ-დიზაინის ბაზაზე, ასევე სურვილის და დამატებითი ბიუჯეტის შემთხვევაში შეიძლება დამზადდეს ახალი უნიკალური ვებ დიზაინი.
კომპანია "მინდა"-ს პროგრამისტების ჯგუფი ასევე უზრუნველყოფს ბანკთან ( თიბისი ბანკი, ქართუ ბანკი, ლიბერთი ბანკი) გადახდების მიბმას. გადახდების წარმოება შესაძლებელი იქნება ადგილობრივი პლასტიკური ბარათის და საერთაშორისო ბარათების გამოყენებითაც.
საერთო ჯამში თქვენ გექნებათ საკუთარი საერთაშორისო სტანდარტების, აღიარებული ტექნიკური მოთხოვნების და ლოგიკით აწყობილი ინტერნეტ ონლაინ მაღაზია შემდეგი ოპციებით:
-
იქნება ქართულენოვანი და მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება დაემატოს ინგლისური, რუსული და სხვა ენები
-
ექნება მომხმარებლის მხარე
-
ექნება ონლაინ მაღაზიის ადმინისტრატორის მხარე, საიდანაც ხორციელდება მრავალი ტიპის სავაჭრო და ტექნიკური ოპერაციები
-
ითვალისწინებს ადმინისტრატორის ტრეინინგს, სისტემის ფუნქციონალური შესაძლებლობების შესწავლას და გამოყენებას
-
ითვალისწინებს სერვერის და კომპიუტერული ტექნიკის გამართვას
-
პირველადი მონაცემების, პროდუქტების შეტანის და მათთან მუშაობის უნარ-ჩვევების შემუშავებას, ოპერატორის ტრეინინგს
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა კლიენტის მოთხოვნების დამიხედვით შეიცვალოს ამოცანები, რაც არის ცალკე განხილვის და მსჯელობის საგანი.
მინდა-კომერსის სტანდარტული ღირებულება შეადგენს 6600 ლარს დ.ღ.გ.-ს ჩათვლით.