მინდას ფეისბუქი - http://www.facebook.com/Minda.Group
 
 
 
 
 

სიახლეები

უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებ-გვერდი
27-აპრ-2017
უსინათლო და მცირემხედველი პირები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების და სიახლეების გაცნობას, მინდას მიერ დამზადებული, ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდის http://voice.sda.gov.ge მეშვეობით შეძლებენ

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია
01-ოქტ-2016
ს.კ. ვიტ ჯორჯიას განახლებული ვებგვერდი მზადაა დამთვალიერებლებისთვის.

ინვესტორთა საბჭოს ვებგვერდი
23-მაი-2016
"მინდამ" დაასრულა ინვესტორთა საბჭოს ვებგვერდზე მუშაობა

არქივი
 
 
 

 
 
 

მინდა პროდუქტები

მინდა-მარკეტი, სასაწყობე და გაყიდვების კომპიუტერული სისტემა მაღაზიებისთვის და სავაჭრო ქსელებისთვის
მინდა-TMS, დავალებათა მართვის ვებ-სისტემა
 
 
 

 

 
 
 

ვებგვერდების დამზადება

 

იხილეთ მინდას დამზადებული ვებ გვერდები

 

ვებ გვერდები, ვებ-დიზაინი, კორპორატიული ვებ-გვერდი, ვებ-საიტის შექმნა, დიზაინის დამზადება

ამ ყველაფერში დაგეხმარებათ ჩვენი პროფესიონალი ვებ დიზაინერი და ვებ-სტუდია - კომპანია "მინდა"

 

კომპანია "მინდა" ვებ გვერდების დამზადებას ახორციელებს შიგთავსის მართვის სისტემის (CMS) გამოყენებით. ეს სისტემა არის მოსახერხებელი შემკვეთისათვის, რადგანაც მას თვითონ დამოუკიდებლად შეუძლია მართოს თავისი ვებ გვერდის შიგთავსი - შეცვალოს ტექსტები, სურათები და განახორციელოს სხვა მსგავსი ოპერაციები. თავისთავად არის გარკვეული ტიპის შეზღუდვებიც, როგორიცაა ვებგვერდის დიზაინი, ვებ საიტის საერთო სტრუქტურა, ქვეგვერდის დიზაინი, ცალკეული ბლოკები და პროგრამული მოდულები, სადაც უკვე საჭირო არის IT სპეციალისტის  - დიზაინერის, პროგრამისტის  ჩარევა. ზუსტად ამიტომ, როდესაც კლიენტი გადაწყვიტავს ვებგვერდის დამზადებას ჩვენთან, არის გასავლელი ცალკეული ეტაპები, რომლებიც ზოგად პრაქტიკაში არის შემდეგი:

 

  1. კლიენტთან ტარდება პირველადი შეხვედრა, რა დროსაც დგინდება თუ რა ტიპის ზოგადი და ტექნიკური მოთხოვნები არის კლიენტის მხრიდან, როგორია კლიენტის ბიზნესი  და რა ტექნიკური  გადაწყვეტილება სჭირდება მას. თუ მოთხოვნები არის სტანდარტული, მაშინ პირველივე შეხვედრაზე დგინდება ვადები და საიტის დამზადების ღირებულება. თუ კლიენტის მოთხოვნები არის არასტანდარტული, მაშინ ტექნიკური ამოცანის სირთულიდან გამომდინარე შესაბამის პერიოდში შემკვეთს მიეწოდება წერილობითი შეთავაზება ჩვენი მხრიდან;
  2. შეთავაზებაზე კლიენტის მხრიდან დასტურის შემდეგ, "მინდას" გუნდი იწყებს მასთან ვებ გვერდის მთავარი გვერდის და ქვეგვერდის დიზაინის შეთანხმებას. მზადდება მოთხოვნებზე დაყრდნობით ვებ დიზაინი, რომელიც რეალურად არის ვებგვერდის დამზადებისას საკმაოდ შრომატევადი პროცესი და მოითხოვს, როგორც შემსრულებლის, ასევე შემკვეთის აქტიურობას. ზოგადად გავრცელებულია აზრი, რომ დიზაინის დამზადება არის მარტივი პროცესი, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ხშირია შემთხვევა, როდესაც დიზაინის შეთანხმება არის ვებ გვერდის დამზადების სამუშაო პროცესის 60-70%;
  3. მას შემდეგ, როდესაც კლიენტთან მიღწეული არის შეთანხმება დიზაინზე, ხდება ვებ-გვერდის აწყობა-მორგება შიგთავსის დინამიური მართვის სისტემაზე;
  4. დინამიური მართვის სისტემაზე ვებგვერდის აწყობის შემდეგ კლიენტი ფაქტიურად ღებულობს ცარიელ ვებგვერდს, რომელიც უკვე მზად არის ინფორმაციის განსათავსებლად;
  5. ინფორმაციის შეყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ვებ გვერდის დასრულებისას და საჭიროებს დიდ ყურადღებას კლიენტის მხრიდან. უშუალოდ შემკვეთზე არის დამოკიდებული თუ რამდენად დატვირთული და შინაარსობრივად მოწესრიგებული იქნება მისივე ახალი ვებ საიტი. ამიტომ ჩვენი დიდი რჩევაა, რომ კლიენტმა თავიდანვე გაიაზროს, თუ რა ტიპის ინფორმაცია ექნება განთავსებული ვებგვერდზე, რომ დაიწყოს ამ ინფორმაციის დროულად სტრუქტურიზაცია და მომზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში დახარჯული დრო და თანხები არ იქნება ადეკვატური კლიენტის მოლოდინისა. თავისთავად ჩვენი გუნდი ყველანაირად ხელს შეუწყობს კლიენტს ვებგვერდზე მუშაობის ყველა ეტაპზე.

დღესდღეობით ძალიან პოპულარულია და კლიენტისათვის საინტერესო, თუ როგორ შეიძლება კორპორატიული ვებგვერდის ოპტიმიზაცია (SEO), რომ შემდგომში ის უფრო ადვილად მოსაძებნი იყოს და მაღალ პოზიციაზე მოხდეს საძიებო სისტემებში. "მინდას" გუნდი ერთის მხვრივ გააკეთებს აუცილებელ პროცედურებს, ასევე მეორეს მხვრივ გირჩევთ თუ როგორ უნდა მოიქცეთ შემდგომში ვებგვერდთან მუშაობის დროს.

 

გარდა ამისა კომპანია მინდა სთავაზობს დამკვეთებს მზა პაკეტებსაც, როგორიც არის მინი ვებ გვერდი და  ვებ გვერდი იჯარით:

 

მინდა მინი საიტი      მინდა ვებგვერდის იჯარა, ქირაობა

 

აქვე შეგიძლიათ იხილოთ მინდა-ვების ნამუშევრები