მინდას ფეისბუქი - http://www.facebook.com/Minda.Group
 
 
 

სიახლეები

უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებ-გვერდი
27-აპრ-2017
უსინათლო და მცირემხედველი პირები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების და სიახლეების გაცნობას, მინდას მიერ დამზადებული, ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდის http://voice.sda.gov.ge მეშვეობით შეძლებენ

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია
01-ოქტ-2016
ს.კ. ვიტ ჯორჯიას განახლებული ვებგვერდი მზადაა დამთვალიერებლებისთვის.

ინვესტორთა საბჭოს ვებგვერდი
23-მაი-2016
"მინდამ" დაასრულა ინვესტორთა საბჭოს ვებგვერდზე მუშაობა

არქივი
 
 
 

 
 
 

მინდა ვებ პაკეტები

მინდა მინი ვებგვერდი
 
მინდა ვებგვერდის იჯარა, ქირაობა
 
 
 

 

 
 
 

მინდა პროდუქტები

მინდა-მარკეტი, სასაწყობე და გაყიდვების კომპიუტერული სისტემა მაღაზიებისთვის და სავაჭრო ქსელებისთვის
მინდა-TMS, დავალებათა მართვის ვებ-სისტემა
 
 
 

 

 
 
 

მინდა-მარკეტი

მინდა-მარკეტი, სასაწყობე და გაყიდვების კომპიუტერული სისტემა მაღაზიებისთვის და სავაჭრო ქსელებისთვის

სასაწყობე და გაყიდვების კომპიუტერული სისტემა მაღაზიებისთვის და სავაჭრო ქსელებისთვის, საწყობის პროგრამა, ნაშთების კონტროლი, საბითუმო და საცალო გაყიდვები

მინდა-მარკეტის ღირებულება ერთ კომპიუტერზე შეადგენს 700 ლარს  დ.ღ.გ.-ს ჩათვლით.

სავაჭრო ქსელში პოპულარობით სარგებლობს საწყობის, მაღაზიის, საწყობების და მაღაზიების საცალო-საბითუმო გაყიდვების ავტომატიზაციის პროგრამები, რომელიც აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ქართული ადგილობრივი კომპანიების მიერ. მათ შორის ჩვენი პროგრამა მინდა-მარკეტი.

 

თუ დაინტერესდით და გსურთ მინდა მარკეტის სატესტო ვერსია უნდა დაგვიკავშირდეთ. ჩვენი პროგრამისტები დააინსტალირებენ სასაწყობო პროგრამას და ყველა აუცილებელ კომპონენტს თქვენს კომპიუტერზე.

 
მინდა-მარკეტის გაყიდვების და სასაწყობო სისტემა შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტმა, მაღაზიამ, მარკეტმა და მისმა დანაყოფებმა (ფილიალებმა) შეუძლიათ იფუნქციონირონ ცენტრალიზებულად. ამავდროულად სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს საშუალება ექნებათ დროის ნებისმიერ მონაკვეთში განახორციელონ საწყობის მართვა, მიიღონ აქტუალური ინფორმაცია სასურველი ფორმით სავაჭრო ქსელის ნებისმიერ ობიექტზე მიმდინარე პროცესებზე.
სისტემას გააჩნია on-line რეჟიმში ფუნქციონირების საშუალება. ინტერნეტკავშირის არქონის შემთხვევაში, სისტემა იმუშავებს off-line რეჟიმში.
საწყობის მართვის პროგრამა საშუალებას აძლევს როგორც მმართველ რგოლს, ასევე სხვა ავტორიზებულ პერსონალს (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) რეალურ დროში აწარმოოს და ასახოს ოპერაციები.
სპეციალური უფლებების მქონე პირს (სისტემის ადმინისტრატორს) შეუძლია მონაცემთა შექმნა-რედაქტირება. ამ უფლებების ფარგლებში შესაძლებელია:
  • შეიქმნას ან შეიცვალოს პროდუქტი, პროდუქტის ტიპები და განზომილებები;
  • განისაზღვროს სისტემის ცალკეული მომხმარებლები, მათი როლები;
  • დაემატოს ახალი კლიენტები;
  • დაემატოს ახალი მომწოდებლები;
  • დადგინდეს ფასდაკლებები და ფასდაკლების ჯგუფები;
  • დარეგისტრირდეს ახალი მაღაზია/ფილიალი/საწყობი/სალარო;
  • დარეგისტრირდეს, როგორც ფისკალური, ასევე არაფისკალური საჩეკო აპარატი;
  • შეიზღუდოს სისტემის თითოეული მომხმარებლის უფლებები.
გაყიდვების წარმოებისას:
  • გაყიდვების ელექტრონული ფორმა (ინტერფეისი) არის მორგებული კლავიატურაზე, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელი არის სენსორული ეკრანის გამოტანაც;
  • სისტემა იძლევა ძებნის და/ან გაყიდვის საშუალებას, როგორც შტრიხ-კოდით, ასევე დასახელებით, ასევე სხვა მინიჭებული კოდით;
  • საქონლის დაბრუნების საშუალებას;
  • განხორციელდეს გაყიდვები ბითუმად, ფასდაკლებით, ფასდაკლებთა ჯგუფების მიხედვით;
  • სალაროს ცვლის ისტორიის წარმოება, თანხების ბრუნვის კონტროლი, თანხების გამოტანა-შეტანა (სალაროს უჯრა);
  • X და Z ანგარიშგება.
მინდა-მარკეტით ხდება მომწოდებლებთან და კლიენტებთან ანგარიშსწორების კონტროლი (დებიტ-კრედიტი), რაც საშუალებას აძლევს მენეჯერულ რგოლს აწარმოოს დავალიანებების-ავანსების კონტროლი, როგორც წინასწარი გადახდით, ასევე განვადებით და კონსიგნაციით შეძენილ თუ მიწოდებულ საქონელზე.
 
გარდა ამისა მინდა-მარკეტი იძლევა საშუალებას ზუსტად დაითვალოს თითოეული სასაქონლო პარტიის შემოტანაზე გაწეული ხარჯები, როგორც უშუალოდ პროდუქციაზე გაწეული ხარჯი, ასევე სატრანსპორტო და სხვა ტიპის დანახარჯები (საბაჟო და სხვ.)
 
ამავდროულად პარტიის თვითღირებულების დათვლისას, საწყობის და საქონლის მოძრაობის პროგრამა მინდა-მარკეტის გამოყენებით შესაძლებელია გასაყიდი ფასის დადგენა. გარდა ამისა შესაძლებელია შესაძენი ფასების მონიტორინგიც.
მინდა-მარკეტის მეშვეობით დროის რეალურ მონაკვეთში შესაძლებელია მარაგების კონტროლი.
 
სასაწყობო მეურნეობის ორგანიზებისას შესაძლებელია საქონლის მიღება შტრიხ-კოდების მიხედვით, ასევე ცალკეული სერიული უნიკალური ნომრების დაფიქსირება პროდუქტის ერთ სახეობაზე, როდესაც მნიშვნელოვანი არის ცალკეული პროდუქტის იდენტიფიცირება, მისი საგარანტიო მომსახურების ვადების დაფიქსირების ან სხვა მიზნით.
 
გარდა ამისა საწყობში შესაძლებელია:
  • დანაკლისის და ზედმეტობის კონტროლი;
  • შეკვეთის მიღება სუპერმარკეტის ცალკეული ობიექტიდან და შეკვეთის ფორმირება;
  • პროდუქტის დაშლა ქვეპროდუქტებად ან გაერთიანება ახალ პროდუქტებად, როგორც ერთ კონკრეტულ საწყობში, ასევე სხვა ყველა ან შერჩეულ საწყობში;
  • საქონლის გაწერა (მომწოდებლისათვის საქონლის დაბრუნება);
  • გაყიდული საქონლის უკან დაბრუნება;
  • გაწერა - მომწოდებლისათვის საქონლის დაბრუნება;
  • პროდუქტის გადატანა ერთი ობიექტიდან მეორეზე.
მინდა-მარკეტს გააჩნია მძლავრი რეპორტინგის სისტემა, რომელიც მოიცავს ისეთ რეპორტებს, როგორიც არის:
  • დროის მონაკვეთში ნაშთის რეპორტი მომწოდებლის, საწყობის, იმპორტის ტიპის მიხედვით;
  • ობიექტზე დღის ნავაჭრის რეპორტი;
  • პროდუქტის დეტალური მოძრაობის რეპორტი;
  • ყველა ტიპის ტრანსაქციის რეპორტი დროის პერიოდის მიხედვით;
  • საწყობში/მაღაზიაში დროის მონაკვეთში პროდუქტის გაყიდვის რეპორტი;
  • ნაშთების რეპორტი;
  • პარტიის რეპორტი;
  • საწყობის აღწერის რეპორტი.
გარდა არსებული რეპორტებისა მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია სისტემას დაემატოს ახალი სასურველი რეპორტები.
 
მინდა-მარკეტი არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან და ითვალისწინებს ყველა იმ ოპერაციას, რომელიც საჭირო არის ობიექტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სისტემაში გათვალისიწინებული არის სასაქონლო ზედნადების, სალაროს შემოსავლის ორდერის, სალაროს Z ანგარიშგების, ფისკალური ჩეკის ოფიციალური ფორმები.