ტრენინგი ქუთაისში
08 თებერვალი 2013
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით კომპანია მინდამ დაამზადა 10 დინამიური, 2 ენოვანი ვებგვერდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოღვაწე მცირე და საშუალო ზომის საკონსულტაციო კომპანიებისთვის. პროექტის მიზანი გახლდათ ამ კომპანიებისთვის ხელის შეწყობა მარკეტინგულ აქტივობებში.
2013 წლის 7-8 თებერვალს კომპანია მინდამ ქუთაისში ჩაატარა ტრენინგი, რომლის ამოცანა იყო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებისთვის ვებგვერდის მოხმარების და ადმინისტრირების შესწავლა. შედეგად მონაწილეებმა გამოიმუშავეს ყველა საჭირო უნარი, რომ შეძლონ ვებგვერდების შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა და აიღეს ვალდებულება მოკლე დროში თავიანთ საიტებზე ინფორმაციის სრულად განთავსებაზე.
შექმნილი ვებგვერდების ბმულები:
გთავაზობთ ფოტოებს ტრენინგიდან