მინდას ფეისბუქი - http://www.facebook.com/Minda.Group
 
 
 

სიახლეები

უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებ-გვერდი
27-აპრ-2017
უსინათლო და მცირემხედველი პირები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების და სიახლეების გაცნობას, მინდას მიერ დამზადებული, ადაპტირებული, ხმოვანი ვებგვერდის http://voice.sda.gov.ge მეშვეობით შეძლებენ

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია
01-ოქტ-2016
ს.კ. ვიტ ჯორჯიას განახლებული ვებგვერდი მზადაა დამთვალიერებლებისთვის.

ინვესტორთა საბჭოს ვებგვერდი
23-მაი-2016
"მინდამ" დაასრულა ინვესტორთა საბჭოს ვებგვერდზე მუშაობა

არქივი
 
 
 

 
 
 

მინდა ვებ პაკეტები

მინდა მინი ვებგვერდი
 
მინდა ვებგვერდის იჯარა, ქირაობა
 
 
 

 

 
 
 

მინდა პროდუქტები

მინდა-მარკეტი, სასაწყობე და გაყიდვების კომპიუტერული სისტემა მაღაზიებისთვის და სავაჭრო ქსელებისთვის
მინდა-TMS, დავალებათა მართვის ვებ-სისტემა
 
 
 

 

 
 
 

სტაჟირების პროგრამა

27 სექტემბერი 2013

ბოლო 10 წელიწადში  საქართველოში საჯარო, საბანკო და კერძო სექტორის განვითარების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა პროგრამისტებზე. ბაზარზე შეიქმნა სურათი, როდესაც კომპანიებს ესაჭიროებათ მაღალი დონის IT სპეციალისტები სხვადასხვა ტიპის, სირთულის და ზომის პროექტების განსახორციელებლად. ამავდროულად კომპანიისათვის «კარგი» პროგრამისტის მოძებნა არის საკმაოდ რთული და დროში ხანგძლივი პროცესი. მეორეს მხვრივ ბევრ ახალგაზრდას აქვს პრეტენზია, რომ შეისწავლოს პროგრამირება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია "მინდა" სთავაზობს სტაჟირებას მონდომებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროგრამირების შესწავლაში.  

სტაჟიორების შერჩევა განხორციელდება წინასწარ შერჩეული კანდიდატებიდან  კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე.

სტაჟირება გაგრძელდება 3-5 თვე, გამომდინარე თითოეული კანდიდატის შესაძლებლობებიდან;
სტაჟირების ფორმატი მოიცავს ჯამში 3-4 კაციან ჯგუფს;

  • თითოეული სტაჟიორი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო გარემოთი და კომპიუტერით;
  • თითოეულ სტაჟიორთან გასაუბრების საფუძველზე შერჩეული იქნება სტაჟირების ინდივიდუალური პროგრამა;
  • გამომდინარე სტაჟიორის სასწავლო ან სამუშაო გრაფიკიდან შეირჩევა ინდივიდუალური სტაჟირების განრიგი;

სტაჟირების კურსის ღირებულება იქნება თვეში 100 ლარი.

სტაჟირების პერიოდში:

  • თითოეულ სტაჟიორს მიეწოდება სათანადო სასწავლო ლიტერატურა;
  • მოხდება სტაჟიორის წინაშე დასმული ამოცანების შემოწმება;
  • განხორციელდება სტაჟიორის შესაძლებლობების შეფასება.

სტაჟირების გავლის შემდეგ წარმატებული სტაჟიორი დასაქმდება კომპანიაში ან გაეწევა შესაბამისი რეკომენდაცია, სადაც ობიექტურად იქნება შეფასებული მისი შესაძლებლობები.

თუ დაინტერესდით აღნიშნული წინადადებით გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე:  vacancy@minda.ge

გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ კანდიდატებთან.

"მინდას" შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე

 
 
 
უკან დაბრუნება