სერვისების განვითარების სააგენტო
27 აგვისტო 2013
გაეშვა კომპანია "მინდა"-ს მიერ დამზადებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვებ-გვერდი. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტო შეიქმნა 2012 წლის ივლისში სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბაზაზე.
სააგენტოს ფუნქციაა არა მარტო საკუთარი, არამედ ზოგადად სახელმწიფო მომსახურების განვითარების ხელშეწყობა, ინოვაციური სერვისების დანერგვა საჯარო სექტორში, მოსახლეობის რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა, მასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცემა.
ვებგვერდის დათვალიერება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: http://sda.gov.ge