ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში
10 ოქტომბერი 2013
10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ძირითად კორპუსში (პოლიტკოვსკაიას 10), კავკასიის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტები საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიის „მინდა" პროექტების მენეჯერს მირიან ნადარაიას შეხვდნენ.
სტუმარმა ბაზარზე არსებულ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა და სტუდენტებს ტექნოლოგიურ დარგში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.