დასრულდა "მინდა-მარკეტის" დანერგვა გეოაპექსში
30 ივნისი 2012
კომპანია "მინდამ"დაასრულა "მინდა-მარკეტის" დანერგვის პროცესი გეოაპექსში. ამიერიდან კომპანიის მმართველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივად მიიღონ ინფორმაცია ქსელში არსებული მაღაზიებისა და საწყობების აღრიცხვიანობის შესახებ, მართოს ანგარიშსწორება კლიენტებთან და მომწოდებლებთან, მიიღოს სხვადასხვა სახის ანალიტიკური ინფორმაცია და ისარგებლოს სხვა უპირატესობებით, რაც გააჩნია "მინდა-მარკეტს".
პროექტის ფარგლებში განხორციელდა გაყიდვების ოფისების და საწყობების ავტომატიზაცია, ასევე რამდენიმე კვირის წინ დასრულდა კომპანიის ვებგვერდის დამზადებაც.