ახალი ფუნქციონალური მოდული მინდა-მარკეტში
20 ივლისი 2012
მინდა-მარკეტს დაემატა ახალი ფუნქციონალი. ამიერიდან პროგრამის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ აწარმოონ საწყობიდან სხვა საწყობში საქონლის გადატანა ე.წ. ჯიბის კომპიუტერებით (Pocket PC). მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს შტრიხკოდების წამკითხავი სკანერით და Windows-ის მობილური ოპერაციული სისტემით. აღნიშნული მოდული ამარტივებს საწყობის პერსონალის მუშაობას და მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომის დაშვების ალბათობა.
მინდა აგრძელებს პროდუქტის კიდევ მეტად დახვეწის პროცესს და უახლოეს მომავალში მინდა-მარკეტს დაემატება პროდუქციის მიღების და გაწერის მობილური ფუნქციონალის მოდულებიც.