მობილური აპლიკაციები
დღესდღეობით საქართველოს ბაზრისათვის ახალი ტენდენცია არის მობილური ტელეფონებისათვის აპლიკაციების წერა. კომპანია "მინდა"-ც არ ჩამორჩა მოვლენებს და ფეხი აუწყო არსებულ მოთხოვნებს.
თუ თქვენ გექნებათ სურვილი დაამზადოთ აპლიკაცია, ჩვენი გუნდი გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ურთიერთთანამშრომლობით შევეცდებით ხელი შეგიწყოთ მობილური ტელეფონების აპლიკაციების ბაზარზე შესვლაში.
ამ მომენტისათვის ჩვენ გვაქვს გაშვებული ერთი აპლიკაცია, როგორც appstore-ში, ასევე android market-ზეც. ეს არის საინფორმაციო სააგენტოს kavkaz-news.info-ს აპლიკაცია. სააგენტოს ვებგვერდიც მინდას მიერაა დამზადებული.
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სხვა აპლიკაციებზეც, რომელსაც მომხმარებელი იხილავს ახლო მომავალში. ისინი ჯერჯერობით მუშაობს სატესტო რეჟიმში.