|
|
კომპიუტერული სერვისი
IT მომსახურება, კომპიუტერული სერვისი, მონაცემთა არქივაცია, ქსელის გამართვა, კომპიუტერული ქსელის მხარდაჭერა
კომპანია "მინდა"-ს შეთავაზება არის IT სერვისი, კომპიუტერული მომსახურება, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.
ფიზიკური პირებისათვის სპეციალისტის გამოძახების ღირებულება მისამართზე შეადგენს 50 ლარს.
მომსახურება მოიცავს:
-
კომპიუტერის პირველადი შემოწმება-დიაგნოსტიკა;
-
რჩევა თუ რა უნდა გაკეთდეს კომპიუტერის მოსაწესრიგებლად;
-
ზოგადი დოკუმენტი თუ რა მინიმალური წესები უნდა დაიცვათ კომპიუტერის და მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
-
კომპიუტერის ვირუსებზე შემოწმება;
-
თქვენი მოთხოვნით კომპიუტერზე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება;
-
გარე მოწყობილობის (პრინტერის, სკანერის, ან სხვ.) მიერთება კომპიუტერზე;
-
კონსულტაცია ინტერნეტის, პროგრამული უზრუნველყოფის და აპარატურულ საკითხებთან დაკავშირებით.
იურიდიული პირების შემთხვევაში კომპანია "მინდა"-ს შეთავაზება არის კორპორატიული მომსახურება, კერძოდ თქვენს ორგანიზაციაში ვიზიტის შედეგად ჩატარდება კომპიუტერების, ქსელის და პროგრამული უზრუნველყოფის პირველადი შემოწმება. ამის საფუძველზე დადგინდება ერთჯერადი მომსახურების ღირებულება. ასევე შემოთავაზებული იქნება შემდგომი ყოველთვიური მომსახურების ღირებულება კომპიუტერების რაოდენობის, მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნების მიხედვით. კორპორატიული ყოველთვიური მომსახურების ღირებულება დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით სტანდარტულად შეადგენს:
კომპიუტერების რაო-ბა
|
1-5
|
6-10
|
11-20
|
21 და მეტი
|
ერთი კომპიუტერის მომსახურების ფასი ლარში
|
70
|
50
|
40
|
30
|
კორპორატიული მომსახურების უპირატესობა არის:
-
ჩვენ ვინაწილებთ პასუხისმგებლობას თქვენი კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე;
-
თქვენს კომპანიას ჩაუტარდება პირველადი ტექნიკური შეფასება, რის შემდეგადაც კომპანიაზე მიმაგრდება ჩვენი მუდმივი წარმომადგენელი, რომელსაც ექნება სრული დოკუმენტური ინფორმაცია თქვენი IT ინფრასტრუქტურის შესახებ, რაც გაგიადვილებთ შეინარჩუნოთ კომპანიის ქმედითუნარიანობა და შეამციროთ კომპიუტერული ტექნიკის და ქსელის გაუმართაობის გამო გამოწვეული რისკები;
-
ჩვენი წარმომადგენელი პერიოდულად, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით ჩაატარებს, როგორც მიმდინარე გეგმიურ სამუშაოებს.
მიმდინარე გეგმიური სერვისი ითვალისწინებს:
-
კლიენტის კომპიუტერებზე არსებული მონაცემების არქივაციას;
-
კომპიუტერების, ოპერაციული სისტემის, დაინსტალირებული პროგრამების, საოფისე ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას;
-
შეთანხმებული გრაფიკით ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვას ელექტრონულ მატარებლებზე;
-
კომპიუტერების ტექნიკური დაზიანების დიაგნოსტიკას და კონსულტაციას;
-
ანტივირუსული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას;
-
კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან და მათ გამოყენებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენ დაინტერესდებით ჩვენი კორპორატიული სერვისით დაგვიკავშირდით და ჩვენ მისაღებ ვადებში გაგიწევთ სათანადო IT სერვისს.
|
| |