საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია მინდა არის პროფესიონალი პროგრამისტი, ვებ დიზაინერი, ხარისხის კონტროლის მენეჯერი, ონლაინ მარკეტოლოგი, მონაცემთა ბაზის და ქსელის ადმინისტრატორების ჯგუფი.
ამ საინფორმაციო ტექნოლოგიებში მოღვაწე ჯგუფის მიზანი არის მოიპოვოს ნდობა ქართულ ბაზარზე და კლიენტებს მიაწოდოს მაღალი ხარისხის IT პროდუქტი და სერვისი. ამ დროისათვის "მინდა"-ს პროგრამისტებმა და დიზაინერებმა დაამზადეს ქართული ბაზრისთვის სხვადასხვა დატვირთვის და მოცულობის პროგრამული უზრუნველყოფა, პროგრამა, ვებგვერდი, ვებ საიტი, რომლებიც შესაძლებელია იხილოთ კომპანიის ვებ გვერდის დათვალიერებისას.
2013 წლის სექტემბრიდან კომპანია "მინდა"-მ გარდა კონკრეტული პროგრამული პროდუქტების წარმოებისა დაიწყო ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდება კლიენტებზე.
ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველოს მომავალში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ "მინდა"-ს გუნდი პერიოდულად ცდილობს და ეხმარება დამწყებ პროგრამისტებს პროგრამირების სწავლაში, აქვს სტაჟირების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თეორიულ ცოდნასთან ერთად პროგრამისტებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება პატარა ამოცანების, მცირე IT პროექტების შესრულებით.
ამავდროულად IT კომპანია "მინდა" გააკეთებს მაქსიმუმს, რომ მოიპოვოს ქართველი მომხმარებლების და შემკვეთების ნდობა და კიდევ უფრო განავითაროს თავისი შესაძლებლობები ქართულ ბაზარზე.